ძლიერმა ქარმა და წვიმამ ჩხოროწყუს სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს: თაიას, ზუმს, ნაფიჩხოვოს, ხაბუმესა და მუხურს ზიანი მიაყენა.

ჩხოროწყუს გამგებლის დათო გოგუას ინფორმაციით, ადიდებულმა ღელეებმა დაატბორა ადგიობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ეზოები, სათესი ფართობები, წაქცეულია მრავალწლიანი ხეები, დაახოციალია შინაური ფრინველები.

ამ დროისთვის, წაქცეული ხეებისგან გზები გაწმენდილია და მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია.

ზარალის ოდენობას მუდმივმოქმედი კომისია დაადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი