ზუგდიდის მერიამ უსახლკაროებისთვის აშენებული სახლები მათ გადასცა, ვინც მას არ იყენებს

ზუგდიდის მერიამ უსახლკაროებისა და მძიმე სოციალურად დაუცველებისთვის აშენებული სახლები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც მას საცხოვრებლად არ იყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურის დასკვნასი ვკითხულობთ, რომელიც 2017 და 2018 წლის დოკუმენტების შესწავლით გამოვლენილ დარღვევებს ეხება.

“ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სოფლებში: კახათში, ცაიშსა და ჭითაწყარში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენებული სახლები, დაკეტილა და საცხოვრებლად არ გამოიყენება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი შერჩევის პრინციპით და კონტროლის მექანიზმებით ვერ გამოვლინდა შესაფერისი ოჯახები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ მშენებლობაში დაიხარჯა 50 ათას ლარზე მეტი, რაც აუდიტის სამსახურის დასკვნით, არაეფექტიანი ხარჯია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი