ზუგდიდის მერიამ 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთ ჩასხმაზე, 160 ლიტრი ჩაატია – აუდიტი

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც ნათქვამია, რომ არაერთი დარღვევა გამოვლინდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო სახსრებით ნაყიდი საწვავი სხვა მანქანაში გამოიყენებოდა/აღნიშნული 2017 და 2018 წლის მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა.

ვრცელდება ცხრილი, რომლის თანახმად, რამდენიმე წუთის ინტერვალით ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 63 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 3,5-ჯერ მეტი (216,7 ლ) საწვავი ჩაასხა. მათ შორის ერთხელ ავზის მოცულობაზე მეტი.

“არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

...

კომენტარები

დატოვე კომენტარი