ზუგდიდში ძარცვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში ერთ-ერთი ლომბარდის გაძარცვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავს.

პოლიციამ ბრალდებული საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ძარცვას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

შეგახსნებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ლომბარდის გაძარცვის მცდელობისთვის გუშინ ორი პირი დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი