ზედაეწერში ხანძარია

ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში ხანძარია. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ხანძარი დასახლებული ადგილიდან მოშორებითაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი