მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის უფასო სასადილოში საკვების გაცემის წესი შეიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
უფასო სასადილოს ბენეფიციარები კუთვნილ ულუფას სახლში წაიღებენ.
უფასო სასადილოს შესასვლელთან დღეს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები და მოხალისეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რიგების რეგულირებას უზრუნველყოფდნენ. ზუგდიდის უფასო სასადილოს 280 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც უფასო სასადილოს მომსახურებით ყოველდღე სარგებლობენ.