მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დავემორჩილოთ რეკომენდაციებს – გიორგი შენგელია

ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერმა გიორგი შენგელიან დღეს ბრიფინგი გამართა და იმ პრევენციულ ღინისძიებებზე ისაუბრა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

,,განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართულია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებს, ჩვენს მედიკოსებსა და ინფექციონისტებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ ეს ვირუსი ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს და ძალიან სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 20 ადამიანი იმყოფება, სულ თვითიზოლაციაში 28 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 8-ს უკვე გაუვიდა თვითიზოლაციის ვადა. შესაბამისად 20 მათგანი რჩება თვითიზოლაციაში. მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს და ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ საკითხს და დავემორჩილოთ რეკომენდაციებს, რამეთუ ჩვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გარემოცვის ჯანმრთელობაზე.

აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევხვდით ქსელური მარკეტებისა და ცენტრალური სუპერმარკეტის წარმომადგენლებს და გავიარეთ მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება სურსათის უზრუნველყოფის კუთხით. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, ფასების მცირეოდენი ზრდა გამოწვეულია მხოლოდ კურსის ცვალებადობით და ეს არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან. მარაგებიც საკმარისია და მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ დარჩნენ სურსათის გარეშე. არანაირ გართულებებს ამ მიმართულებთ არ ველოდებით. ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის დღევანდელი რეკომენდაცია, ტრანსპორტთან დაკავშირებით. ხვალიდან ზუგდიდში სამარშუტო ტაქსების გადაადგილება შეიზღუდება და მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ჩვენ არსებული რესურსით მოვახდენთ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობის ტრანსპორტირებას. მუნიციპალური ტრანსპორტი მივა ყველა სოფლის ცენტრამდე და მოახდენს მოსახლეობის გადმოყვანას. ტრანსპორტის მომსახურების ხანგრძლივობა არ შეიცველება, გაიზრდება მიმართულებები და მუნიციპალური ტრანსპორტი ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდება.

ეს რეკომენდაცია მიმართულია იქითკენ, რომ შემცირდეს მოქალქეთა გადაადგილება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდნენ, რაშიც ხელს შევუწყობთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ხდება ყოველდღიურად და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება გაზრდილი რისკები ამ მიმართულებით. ასევე, ხვალიდან მოხდება მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დეზინფექცია. რაც დამატებითი ღონსიძიების სახით გატარდება ჩვენი მხრიდან. ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ჩვენ ვცდილობთ ისეთი ობიექტების დეზინფექციას, სადაც არის გაზრდილი რისკები და ასეთ გაზრდილ რისკად ჩავთვალეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები და დევნილთა ჩასახლებები. სადაც კომპაქტურად არიან დევნილები დასახლებული და ბევრი მოქალაქე გადაადგილდება. ხვალ 12 საათიდან დაიწყება მრავალბინიანი კორპუსების დეზინფექცია. აგრეთვე სპეციალური ხსნარით დამუშავდება თავშეყრის ადგილები. დღეს საღამოს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ცენტრალურ სუპერმარკეტს, სადაც ჩვენი ბევრი მოქალაქე იყრის თავს, ეს აქციაც შეიძენს პერმანენტულ ხასიათს. დეზინფექცია ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაუტარდა ყველა საჯარო სკოლას და საბავშო ბაღს, ბიბლიოთეკასა და ჩვენს ქალაქში არსებულ სახელოვნებო თუ სპორტულ დაწესებულებებს და ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ ჩვენ სოციალურ სასადილოში შევცვალეთ მომსახურების პირობები და ადგილზე მიწოდების ნაცვლად გვაქვს გატანის სერვისი, ბენეფიციარი ვინც ახერხებს მოსვლას გააქვს საკვები და მოქალაქეები, რომლებიც ვერ შეძლებენ საკვების წაღებას, ჩენი მოხალისეების დახმარებით შინ მივუტანთ მათ საკვებს, რათა მათი კვების საკითხი იყოს მაქსიმალურად დაკმაყოფილებული. ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება. ყველას მოგიწოდებთ დავიცვათ მთავრობის რეკომენდაციები რაც სავალდებულოა“, -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი