ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.