საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.