საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 9 პაციენტია განკურნებული. გოგონავას განცხადებით, მეცხრე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ საღამოს დატოვა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მთლიანობაში 66-ია. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3220 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

კომენტარები

დატოვე კომენტარი