მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 დღის ახალშობილი შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც „საეჭვო შემთხვევა“.
„გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა. მას აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხის ანალიზი იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, – აღნიშნა მან.