ზუგდიდში პირბადეების დარიგებასა და ორგანიზაციის დაჯარიმების ფაქტზე ოპოზიციას თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს.
“ის, რაც ზუგდიდში გააკეთეს, ეს იყო მავნებლობა. მათ ადამიანები საფრთხის ქვეშ დააყენეს გაუგებარი ღონისძიების გამო. ასევე, მავნებლობაა ის, როდესაც ადარებენ კონკრეტულ ქმედებებს იმას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. მაგალითად, 20-25 ადამიანი ვიკრიბებით მაშინ, როდესაც მიმდინარეობს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა და ამის გამო უნდა დავჯარიმდეთ?”, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.