საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო “ახალი ლიდერების ინიციატივა” 15 000 ლარით დაჯარიმდა

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ “ახალი ლიდერების ინიციატივა” საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

ორგანიზაციამ “ახალი ლიდერების ინიციატივა” ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

ზუგდიდში ორგანიზაცია “ახალი ლიდერების ინიციატივას” დაჯარიმების ფაქტს, გიორგი ვაშაძე ეხმაურება. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ფაქტი არასწორად მიაჩნია, რადგან კანონი ღია სივრცეში შეკრების შეზღუდვას არ ითვალისწინებს.

“შესაძლოა საორგანიზაციო საკითხი არ იყო კარგად დაყენებული, მაგრამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს არ აქვთ პირველადი ჰიგიენის შესაძლებლობები. საერთოდ უადგილოდ მიმაჩნია დაჯარიმება, რადგან კანონი არ ითვალისწინებს ღია სივრცეში შეკრების შეზღუდვას. ასევე არასწორად მიმაჩნია სპეკულაციისთვის ამის გამოყენება”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი