ზუგდიდის ტექნოპარკი, რომლის გახსნაც მთავრობამ ცოტა ხნის წინ დააანონსა, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში განთავსდება.
ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის რეაბილიტირებული სასახლის გახსნაზე ახალგაზრდებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხება, ტექნოპარკს უახლოეს მომავალში გადაეცემა.