​სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 26 ადამიანი დააჯარიმეს

სამეგრელო-ზემო სვანეთში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 26 ადამიანი დააჯარიმეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა აცნობა.

მისივე ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ არც საავადმყოფოში და არც საკარანტინო სივრცეში არავინ გადაუყვანიათ.

ამ დროისთვის ანაკლიის საკარანტინო ზონაში 58 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 60-მდე ადამიანი რჩება. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით კი ზუგდიდში ორი ადამიანი მკურნალობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი