საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 430 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევაა.მათ შორის 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.