საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4 829 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 410 მოქალაქე რჩება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი