ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა. ამის შესახებ ბრძანება ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დღეს გამოსცა.
ალექსანდრე ანქვაბი დე ფაქტო ხელისუფლებაში ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტს ადრეც იკავებდა 2005-2010 წლებში.
2011-დან 2014 წლამდე ის ე.წ. პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და თანამდებობა ოპოზიციისა და ე.წ. პარლამენტის მოთხოვნის შემდეგ დატოვა.