საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.

ინფორმაციისთვის, 496 ადამიანიდან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი