ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩა სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება.

ზუგდიდის მერიის ცნობით, დღეს, სპეციალური ხსნარით, თამარ მეფის ქუჩა მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნენ.

ზუგდიდში სადეზინფექციო ხსნარით 10-მდე ქუჩა უკვე მოირეცხა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოებს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“, ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი “ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზრებს, მიწისქვეშა გადასასვლელებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი