საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 582-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ვირუსისგან ქვეყანაში 207 პაციენტია გამოჯანმრთელებული. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქე იქნა გადმოყვანილი.
ინფექციას 7 ადამიანი ემსხვერპლა.