საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულია 207ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 582-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვირუსისგან ქვეყანაში 207 პაციენტია გამოჯანმრთელებული. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 540.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქე იქნა გადმოყვანილი.

ინფექციას 7 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი