ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ COVID 19-ზე 31 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, მათ შორის იყვნენ სენაკის “ცხელების კლინიკის” მედპერსონალი.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ყველა გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით.