მარტვილის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 1 საათით შეეზღუდება

მარტვილის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება.

როგორც “newsportal.ge”-ს “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუმარტეს, 18:00-დან 19:00 საათამდე ავარიული განაცხადით გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „წყემი“ (გაბარიტების აღდგენის მიზნით), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება 1 საათით შეეზღუდება (ქვესადგურებს: მარტვილი, ბანძა, დიდი ჭყონი) მარტვილის მომსახურეობის ცენტრის 12270 აბონენტს( 3221 აბონენტი ქალაქი მარტვილი და 9049 აბონენტი სოფლები: აბედათი, ნაგვაზაო, დიდი ჭყონი, თამაკონი და მიმდებარე სოფლები).

კომენტარები

დატოვე კომენტარი