დღეიდან მთლი ქვეყნის მასშტაბი ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი კლებაა მოსალოდნელი. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექი.

როგორც “newsportal”-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს 16 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამოდარებას და ტემპერატურის მატებას 18 ივნისიდან პროგნოზირებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი