ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას თქმით, ვირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელმაც 17 აპრილს გადმოკვეთა სომხეთიდან საზღვარი და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

„ნაწილი კონტაქტების უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი გადაჰყავთ ახლა. მათ ჩაუტარდებათ კვლევა. ამ ეტაპზე ოთხი კონტაქტი, ოჯახის წევრები უკვე გადაყვანილია კარანტინში, კიდევ ორს ამზადებენ. არიან მცირეწლოვნებიც. ინფიცირებული პირი ტრაილერის მძღოლია. შიდა გადაზიდვებზე იყო თბილისში. მან უკვე დაასახელა ყველა კონტაქტი ფოთსა და თბილისში. თვითიზოლაციის შემდეგ იყო ფოთსა და თბილისში. ტესტირება აქამდე არ ჰქონდა ჩატარებული“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი