ფოთის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსზე ჩატარებული 5 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

ფოთის „ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პირებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ, რის გამოც მათი შემოწმება გადაწყდა.

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, ხუთივე პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან.

“მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი