ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 101 ნიმუში გაიტესტა და ყველა უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოკვლეულთა შორის სამედიცინო პერსონალი – 81 პირია, რომელთა შემთხვევაშიც პასუხი უარყოფითია. ჯამში ლაბორატორიაში 101 ნიმუში გაიტესტა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 2 ათასამდე ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, აქედან მხოლოდ 10 აღმოჩნდა COVID დადებითი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი