თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 კი გამოჯანმრთელდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 ახალი შემთხვევიდან 3 უკვე ინფიცირებულების კონტაქტებია, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, თუმცა ჟანგბადდამოკიდებული არც ერთი არ არის და მათი მდგომაროება გაუმჯობესებულია.