საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

„დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა, იყო 728, ახლა 730 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს დღეს საქართველოში. გამოჯანმრთელებულია 13 ადამიანი და 522-ია გამოჯანმრთელებული ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე ახლა კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი.

ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. ერთია დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე – საკარანტინო სივრციდან“, – აღნიშნავს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ერთი ახალი ინიციფირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან არის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი