ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ხუთივე ახალგაზრდა სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულია

ზუგდიდში ავტოავარიის დროს დაშავებული ხუთივე ახალგაზრდა სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულია.

ექიმების ინფორმაციით, სამი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ორის კი მძიმე. მათ პოლიტრავმა აქვთ და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერში წუხელ მოხდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი