ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის ნაცატუს უბნის საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს თავად ირმა ნაჭყებიამ განმარტა, მისი გათავისუფლება სანიტარული ნორმების დარღვევის შესახებ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა, თუმცა უკვე ყოფილი დირექტორი ამტკიცებს, რომ გამგეობამ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღო და სამართლებრივად ბრძოლას გეგმავს.
“არჩევნებამდე დამიბარაბაღების აიპ-ის დირექტორმა ციცო თოლორაიამ და გამაფრთხილა, ჩემს ქმარი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რიგებიდან გამოსულიყო, თორემ აუდის შემომიგზავნიდა და გამათავისუფლებდა. არჩევნების შემდეგ გამგებლის დამ ხათუნა თოლორაიამ, რომელიც ასევე ამ აიპ-ში მუშაობს, დამიბარა და მიტხრა, როგორ წაგვაგებინეთ არჩევნებიო. 6 ივნისს ბაღში შემოვიდა შიდა აუდიტის სამსახური და თითქოს აღმოაჩინა ვადაგასული სამი კვერცხი. 9 ივნისს კი გამათავისუფლეს თანამდებობიდან. მე ვაპირებ ბრძოლას ამ უსამართლობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირმა ნაჭყებიამ.
იგივე პოზიცია აქვთ მომხდართან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“.
გამგეობაში კი განმარტავენ, რომ ნაჭყებია სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული, რაც არ გაითვალისწინა და ბოლო შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან შემოწმებისას საკვებ პროდუქტში მღრღნელის კვალი და ასევე ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.