ძალადობაში ბრალდებულ ზუგდიდის საკრებულოს წევრს და კიდევ ერთ პირს გირაო შეეფარდათ

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეს ბათლომე შელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც შეეხება დავით ღურწკაიას, ის 1500 ლარს გადაიხდის.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის 3000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბათლომე შელია სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. საკრებულო ოპოზიციონერი დეპუტატი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი