კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 735 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა და 557 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 200 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 74% გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, კვლავ 3 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომელთა მდგომარეობაც უმჯობესდება.

„დადასტურებული შემთხვევების 74% გამოჯანმრთელდა, 379-ით მეტია გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა, ახალი წყარო არ გვაქვს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი