ფოთის „ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის “ცხელების კლინიკაში” მოთავსებულ სამ პაციენტს, მათ შორის ერთი 7 თვის გოგოს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბოქსირებულ პალატებში ორი პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, მათი ნიმუშები გამოსაკვლევად უკვე გაიგზავნა.

„ამჯერად კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი: 47 წლის ქალი ლანჩხუთიდან და 11 თვის გოგონა ფოთიდან. ისინი ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით შემოიყვანეს. მოთავსებული არიან ბოქსირებულ პალატებში და მათი ნიმუშები ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისთვის გაიგზავნა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი