რუხის კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 კორონავირუსით ინფიცირებულია

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 14 პაციენტი რჩება, მათ შორის 4 კოვიდინფიცირებულია, ათი პაციენტი კი, ცხელებითა და სხვა სიმპტომებით მკურნალობს.

მედპერსონალის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, გუშინ კორონავირუსზე სამ პაციენტს და ექვს მედპერსონალს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. ყველას პასუხი უარყოფითია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი