რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღდგეს

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღდგეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს.

“რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის, განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა. ეს არის მიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია. რაც საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზეც მიიღონ გარანტირებული მგზავრების ნაკადი”, – წერია ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი