ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, 1 მცირეწლოვანს სასმენი აპარატის შეძენა 15000 ლარით დაუფინანსა.
აღნიშნული პროგრამა, მუნიციპალიტეტის მერიას წელს დაემატა.
კომისიამ სხდომაზე 10 მოქალაქის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. 3 მოქალაქეს კომპიუტერული გამოკვლევები დაუფინანსდა, 4 მოქალაქეს თანადაუფინანსა ოპერაცია, ბცდ/დაუნი /სხვა პარალიზური სინდრომი/ განვითარების ეტაპების დაყოვნება 1 მოქალაქეს, სმენის აპარატი 1 მოქალაქეს.
სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად 19 022 ლარი დაიხარჯა.