ფოთში, ნაბადას უბანში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 43 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.