საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და უკვე 953-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3,828 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.