„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს.

როგორც „ნეიუსპორტალს“ პარტიიდან აცნობეს, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან ხსნის.

ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი