საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდაცვლილი მე-17 პაციენტი 79 წლის ქალია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
„ხანგრძლივი ავადობის შემდეგ გარდაიცვალა, მრავალი თანმხლები პათოლოგიებით“, – აცხადებენ კლინიკაში.