საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 160 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ცნობისთვის, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.