სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში. იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება სკოლებსა და ბაღებში სწავლა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი