კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947- ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ცნობისთვის, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი