ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექციის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექციის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ზე 26 ადამიანი შეამოწმეს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსული ინფექცია 84 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი კი დაიღუპა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი