თამარ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება.

“განვაგრძობ, სანამ FBI არ ჩაერთვება გამოძიებაში და არ დამიდასტურებს, რომ თავი მოიკლა ჩემმა შვილმა”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი