სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და არის 150 000 ქულამდე კატეგორიაში, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას.

როგორც პრემიერმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე კატეგორიის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ.

პრემიერის განცხადებით, ასეთი შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი