ოკუპირებულ აფხაზეთში მაგნიტუდით 3.7 მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ტყვარჩელის ჩრდილოეთით 31კილომეტრში, სოფელი მარჯვენა პტიში დაფიქსირდა.
მიწისძვრა, თბილისის დროით 11:31 საათზე მოხდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.