მესტიაში დღეს კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება

რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, მესტიაში დღეს კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება.

მისი თქმით, მესტიის პარალელურად, ეპიდემიოლოგები სვანეთის სხვა დასახლებებშიც მუშაობენ.

„გუშინწინ აღებული ტესტებიდან კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ყველა კონტაქტის გამოკვლევა განხორციელდა. დღეს დაიწყება გაფართოებული ტესტირებები მესტიაში. გუშინდელი გეგმა, რომ ფართოდ გაგვეშალა გეოგრაფია, ოდნავ შეიცვალა და დღეს მეტი მობილიზება მოხდება მესტიაში. თუმცა, პარალელურად რამდენიმე სოფელშიც არიან ეპიდემიოლოგები. რაც შეეხება ტურისტების საკარანტინო ზონებში გადაყვანას, ეს პროცესი გრძელდება. სხვადასხვა სოფლიდან ჩამოგვყავს ტურისტები მესტიაში, ხოლო აქედან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაჰყავს საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი